მატრიოშკაში ხართ – მონა, მერე პატარა მონა, მონა, მონა- ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა. პარლამენტის იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტებმა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირეს. საკითხს პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.
“თქვენ ხართ მონები, გავრილოვის არა – ბიძინა ივანიშვილის მონები ხართ. ბიძინა ივანიშვილს თავის მხრივ, რომ ჰყავდეს მონები თქვენი სახით, მას აწყობს, რომ იყოს სხვისი მონა და ის არის გავრილოვის და მისი ხელმძღვანელობის მონა. აი ასეა, მატრიოშკაში ხართ – მონა, მერე პატარა მონა, მონა, მონა… სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, უსამართლობას არ შევეგუები. კმარა! მართლაც როდემდე უნდა გაგრძელდეს თითქოს კანონის სახელით ხალხის გასამართლება.”
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: