“გუშინ ჩვენ ომი მოსამართლეებთან მოვიგეთ, ისინი დავაჩოქეთ” – ამის შესახებ სინდისის პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედამ განაცხადა.
მარიზი კობახიძის თქმით, “მოსამართლეები და პროკურორები უფრო ტყვეები არიან, ვიდრე სინდისის პატიმრები”.
”მათ ცინიკური სახეები ჰქონდათ გუშინ, მაგრამ ჩვენ მოვიგეთ ეს ომი მოსამართლეებთან. ისინი ჩვენ მართლა დავაჩოქეთ, ისინი ბევრად უფრო ტყვეები არიან და პატიმრები არიან ჩვენი დედების, მამების, ძმების, დების ხელში, ვიდრე ჩემი შვილია დღეს პატიმარი. როცა ვნახე ჩემი შვილი ბევრად უფრო მშვიდი წამოვედი იმიტომ, რომ ვერ იფიქრებდი, რომ ის არის პატიმარი. სასამართლო დარბაზში ყველას ჰქონდა გაღიმებული სახეები, მოსამართლე და პროკურორები იყვნენ, რაღაცა გაშავებულები”, – ამბობს მარიზი კობახიძე.