გურიის მოამბე

ქმნის თუ არა საკუთარ პარტიას – რას ამბობს სალომე ზურაბიშვილი

არაფერს გამოვრიცხავ, – ასე პასუხობს საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი კითხვას, შექმნის თუ არა საკუთარ პარტიას. ამის შესახებ მან  Atlantic Council-ის შეხვედრაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ახლა მეტად სასარგებლო როლშია და პარტიის შექმნაზე ამ ეტაპზე არ ფიქრობს, თუმცა თუ ამის საჭიროებას დაინახავს, არაფერს გამორიცხავს.

 

შევქმნი თუ არა საკუთარ პარტიას? მე ვფიქრობ, რომ ახლა უფრო მეტად სასარგებლო ვარ იმ როლში, რაც ახლა მაქვს, რადგან ეს როლი ახლა ქვეყანაში არავის აქვს. თუ მე გავხდები, რაიმე სხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერი, არ ვფიქრობ, რომ მექნება შესაძლებლობა, ვიყო ქვეყნის ხმა. თუ დრო მიგვითითებს, რომ ეს საჭიროა, მე აღარასდროს არაფერს გამოვრიცხავ, – ამბობს პრეზიდენტი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share