„პრაქტიკულად, სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს“ – მიხეილ სააკაშვილი

პრაქტიკულად, სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს – ასე ეხმაურება ე.წ. პიჯაკების საქმეზე გამოცხადებულ განაჩენს მიხელ სააკაშვილი.

რამხელა სიურპრიზია ოლიგარქის განაჩენი არა?
დამპყრობლის ნება პირდაპირ აღსრულდა, ეს არის მათი პასუხი იმაზე რომ არ ჩავაბარე საქართველო, იმისთვის რომ პირველად საუკუნეების განმავლობაში გავბედეთ და ჩამოვაყალიბეთ წარმატებული ქართული სახელმწიფო.
მას შემდეგ რაც ვერაფერი ვერ მიპოვეს, პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს საპრეზიდენტო ოფისის ოფიციალური ხარჯებისთვის.
ასე ისჯება ივანიშვილის მაფიოზური კლანის მიერ ქვეყნისთვის თავდადება და სამშობლოს სიყვარული.
ვერ დაგვაშინებენ!
ძალა ერთობაშია!

Mikheil Saakashvili

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share