საპოლიციო რეჟიმმა შეიძლება გაგვახსენოს, მათ შორის, მხედრიონი და ძალიან ბევრი საძმო, რომელიც თბილისში არსებობდა, მაგრამ ესენი, უბრალოდ, კანონს ამოფარებულები არიან, – ამის შესახებ აქტივსტი ლუკა ჭოხონელიძე საუბრობს. აქტივისტის თქმით, არსებობს ერთგვარი კონკურენცია, ვინ უფრო სასტიკად გაუსწორდება მომიტინგეებს.
ამასთან ჭოხონელიძე დარწმუნებულია, რომ “ოცნების” რეჟიმის სწორედ სტუდენტების დაუღალავი ბრძოლით დასრულდება.
ამ საპოლიციო რეჟიმმა შეიძლება გაგვახსენოს, მათ შორის, მხედრიონი და ძალიან ბევრი საძმო, რომელიც თბილისში არსებობდა, მაგრამ ესენი, უბრალოდ, კანონს ამოფარებულები არიან. ისინი იყვნენ იარაღს ამოფარებული საძმოები და დაჯგუფებები, ესენი არიან კანონს ამოფარებული რაღაც ხარებას დაჯგუფება. მიმდინარეობს რაღაც კონკურენცია, ვინ უფრო სასტიკი იქნება მომიტინგეების წინააღმდეგ, თუმცა ამ დროს ისინი ვერ იაზრებენ, რომ ჰკარგავენ ერთს და ძალიან მნიშვნელოვანს: ეს არის მუნდირის პატივისცემა და ამ მუნდირის პატივისცემა საქართველოს, პრაქტიკულად, არცერთ მოქალაქეს აღარ აქვს. მჯერა, რომ ეს პროცესი ძალიან მალე მორჩება და მორჩება სწორედ ამ სტუდენტების დაუღალავი ბრძოლით, რომლებიც ახლა იზოლატორებში სხედან. არანაირი მოდუნება, მაქსიმალური პრესინგი რეჟიმს, – ამბობს ლუკა ჭოხონელიძე.
აღდგომის დღეებში გომელაურის პოლიციამ თბილისის ქუჩებში განსაკუთრებული სისასტიკე აჩვენა. აღდგომის ღამეს დაწყებული ძალადობის სერია გუშინაც გაგრძელდა. პოლიციის მაღალჩინოსანმა, როლანდ მესხმა ჩართული კამერების წინ ქალი მომიტინგე თმით ათრია.
ხალხი რუსთაველზე ტრადიციულ აქციაზე იყო მისული და პოლიციელებს აღდგომას ულოცავდა, რა დროსაც იერიში დაიწყეს. ტროტუარზე მყოფი ახალგაზრდები ჩამოათრიეს და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. არცერთი არც გზას კეტავდა და არც წინააღმდეგობას უწევდა მათ.