კადიროვი ჩეჩნეთის დატოვებას აპირებს?

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა, რამზან კადიროვმა, თითქოსდა თანამდებობიდან წასვლა მოითხოვა. როგორც რუსული მედია წერს, ეს უკვე რიგით მეოთხე მსგავსი შემთხვევაა. თუმცა ჩეჩნეთის მეთაურმა მალევე სცადა აეხსნა, რომ მას არასწორად გაუგეს.

წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ჩეჩნეთის მეთაურის ამჟამინდელი თხოვნა ნამდვილად ბადებს კითხვებს. „ნოვაია გაზეტა ევროპას“ მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ გამოძიებაში კვლავ საუბარია კადიროვის ჯანმრთელობის პრობლემებზე. სტატიაში ნათქვამია, რომ კადიროვი ღამეებს საავადმყოფოში ათევს და, რომ პარალელურად თავისი ნათესავები დუბაიში გაჰყავს.

ჩეჩნეთის ლიდერის უფროსმა ქალიშვილმა, აიშატმა უკვე დატოვა სახელმწიფო სამსახური და ბიზნესს დაუბრუნდა, ხოლო კადიროვის ვაჟი, ადამი სახელმწიფო სამსახურში იკეთებს თავბრუდამხვევ კარიერას: ბოლო მონაცემებით, ის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობს.

radiotavisupleba.ge

რამზან კადიროვი (ცენტრში), მისი ქალიშვილი აიშატი და ვაჟი ადამი. კოლაჟი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share