პროტესტი და თვითმმართველობის არჩევნები ერთმანეთს ხელს არ უშლის, პირიქით-დოდო შონავა

ჟურნალისტი დოდო შონავა მიიჩნევს, რომ “პროტესტი და თვითმმართველობის არჩევნები ერთმანეთს ხელს არ უშლის, პირიქით შესაძლოა, ერთმანეთს ავსებდეს.“

როგორც მან  განაცხადა, “ოცნება “მონდომებულია, რომ თვითთმართველობის არჩევნებში ოპოზიციამ მონაწილეობა არ მიიღოს და გულდამშვიდებით ჩაატარებენ ამ არჩევნებს“.

”ჩემი ლექსიკონიდან დიდი ხანია ამოვიღე სიტყვა “წარმოუდგენელია“, რადგან ისეთები ხდება ქვეყანაში, რომ ვერც წარმომედგინა. რაც შეეხება თვიოთმმართველობის არჩევნებს-თვითმმართველობა ეს არის მოქალაქესთან ყველაზე ახლოს მდგომი ხელისუფლება. ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია და კონსტიტუციური ვალდებულებაცაა. ჩემი აზრით, პოლიტიკური პარტიები, უკვე დიდი ხანია უნდა ყოფილიყვნენ მზადყოფნაში და შესულიყვნენ მოლაპარაკებაში და დაესახათ სტრატეგია. მიმაჩნია, რომ პროტესტი და თვითმმართველობის არჩევნები ერთმანეთს ხელს არ უშლის, პირიქით, შესაძლოა, ერთმანეთს ავსებდეს. შინაგანი განწყობა მაქვს, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან ვხედავ, რომ ხელისუფლება ვერ მრავლდება, პროტესტი იზრდება, არ მრავლდებიან მათი მომხრეები, პირითქით, უფრო ჩუმი პროტესტით ემატებიან მოქალაქეები, რომლებიც ხედავენ, რა ხდება ქვეყანაში. აუცილებელია პოლიტიკური პარტიები დასხდნენ და ისაუბრონ. დღეს ყველაზე მეტად “ოცნება “მონდომებულია, რომ ჩვენ თვითთმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მივიღოთ, გულდამშვიდებით ჩაატარებენ ამ არჩევნებს, შემდეგ შესაძლოა, რიგგარეშე საპარლამენტო არჩვენებიც დანიშნონ და უფრო მომზადებულები შეხვდნენ”-განაცხადა შონავამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights