ქართველთათვის “წარმოუდგენელი მასშტაბის ეროვნული ტრაგედიის” ავტორი – სტეფანე იურიევიჩ საბინ-გუსი

ფოტოზე სტეფანე იურიევიჩ საბინ-გუსი – შალვა ამირანაშვილის თქმით ქართველთათვის “წარმოუდგენელი მასშტაბის ეროვნული ტრაგედიის” ავტორი
.
უნგრული წარმოშობის რუსმა აზნაურმა ფოტოგრაფმა საბინ-გუსმა 1881 წელს იმ მოტივით, რომ მოახდენდა ქართულ ეკლესიებში დაცული სიწმინდეების რესტავრაციას დასავლეთ საქართველოს ეკლესია მონასტრების გაუგონარი მასშტაბების ძარცვა განახორციელა. შალვა ამირანაშვილმა ამ ძარცვას – “წარმოუდგენელი მასშტაბის ეროვნული ტრაგედია” უწოდა.
.
შალვა ამირანაშვილი წერდა – „საქართველოს ეგზარქატის ხელშეწყობით საქართველოს მონასტრებიდან ზოგიერთმა კოლქციონერმა მათი რესტავრაციის მომიზეზებით საეკლესიო სიძვლეების სახით უზარმაზარი სიმდიდრე დაიტაცა, ყველაზე უფრო „მოყვარულთ“ იზიდავდა უძველესი მინანქრები და ჭედური ხელოვნების ნიმუშები. ზვენიგოროდსკის ცნობილი კოლექცია და ნაწილობრივ ბოტკინისა შედგებოდა საქართველოში დატაცებული მინანქრებისაგან“
.
„სარგებლობდა რა სასულიერო ხელისუფლების მფარველობთ პეტერბურგელმა ფოტოგრაფმა საბინ-გუსმა გაქურდა დასავლეთ საქართველოს უძველესი მონასტრების უმრავლესობა, პირველ რიგში კი ჯუმათისა და შემოქმედის მონასტრები. მან ჯუმათიდან გაიტანა მთავარანგელოზების მიქაელის და გარიელის ორი ხატი, მთავრანგელოზ მიქაელის ხატის გამოსახულება შემკული იყო ქართული ტიხრული მინანქრით, ხოლო გაბრიელის ბიზანტიურით. ბიზანტიური მინანქრები მოხვდა ა. ბ. ზვენიგოროდსკისთან და მისი ფონდის უმთავრესი ნაწილი გახდა.”
.
მანამდე ყველაზე უფრო დიდი ძარცვა შემოქმედის მონასტრში 861 წელს მომხდარა. ქველი ჩხატარაიშვილის მიხედვით (გურიის სამთავრო) – „1861 წელს გაძარცვის შემდეგ შემოქმედის მონასტრში ხატ-ჯვრებისა და სხვა ნივთების გარდა დარჩენილი იყო 321/4 გირვანქა ვერცხლი (ხატების მოჭედილობა, ბევრი მათგანი ისტრიული წარწერებით) და 401 ძვირფასი ქვა. 1878 წელს ჯუმათის მონასტერში ინახებოდა 12 გირვანქა ვერცხლი (მოჭედილობის ნაშთები) და 3 გირვანქა წონის ვერცხლის ნაჭედი ყდა სახარებისა.“
.
თავდამსხმელები მუსლიმი ქართველები იყვნენ, რომლებსაც გურულების მდევარმა გატაცებულიც დაატოვებინა და თავებიც, თუმცა საეკლესიო ნივთების დიდი ნაწილი უკვე დამტვრეული და დაზიანებული იყო.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights