“იმედი მაქვს, რომ ამ მამაც და დამოუკიდებელ პატარა მხარეს უფრო ბედნიერი მომავალი ელის” – ლუიჯი ვილარი
.
1905 წლის სექტებერში გურიაში იტალიელი ისტორიკოსი, ჟურნალისტი და დიპლომატი ლუიჯი ვილარი იმყოფებოდა, მის ინტერეესს გურიის რესპუბლიკა და ზოგადად გურიაში მიმდინარე პროცესები წარმოადგენდა, ოზურგეთიდან წასვლის შემდეგ ვილარი წერდა:
.
“ოზურგეთიდან ჩემი წასვლის შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა. რუსეთის მთავრობის პოლიტიკა დათმობებსა და ძალადობას შორის მერყეობდა. ერთის მხრივ მთავრობამ სანქტ-პეტერბურგიდან ლიბერალი უნივერსიტეტის პროფესორი გაგზავნა სახალხო სასამართლოსა და კომუნური ადმინისტრირების მეთოდის შესასწავლად, მეორეს მხრივ ეგზეკუციების სერია წამოიწყო, ანუ სოფლებში ჯარები მოსახლეობის ხარჯზე ჩააყენა და კაზაკებისა და ქვეითების რაზმები, რომლებსაც წესრიგი უნდა დაემყარებინათ.
.
ოზურგეთსა და მის შემოგარენში სასოწარკვეთილი ბრძოლები მიმდინარეობდა. რკინიგზა არაერთხელ გადაიკეტა, რამდენიმე სამხედრო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა, ყოველდღიურად რკინიგზის ხაზის გასწვრივ ჯარებს თავს ესხმოდნენ. როდესაც ჯარი წარმატებას მიარწევდა დაუნდობლად ესროდნენ გურულებს და მთელი მხარე სისხლით იყო გაჟღენთილი.
.
რა დაემართათ ჩემს კეთილ მასპინძლებს ოზურგეთში, ვეღარ გავიგე, რადგან ამ გაუბედურებულ მხარეში თითქმის არც ერთი წერილი არც იქეთ მიდის და არც უკან ბრუნდება. არასდროს დამავიწყდება მათი გულითადი სტუმართმოყვარეობა და მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ ამ მამაც და დამოუკიდებელ პატარა მხარეს უფრო ბედნიერი მომავალი ელის”.
.
Luigi Villari – THE GURIAN “REPUBLIC” (fire and sword in the caucasus)

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა








