მზია ჯაში – მოიმატა ცოტ-ცოტა ყველაფერზე, ბაზრის პროდუქტებზეც, ყველზე, ზეთზე, რაც აისახება მოსახლეობის ისედაც მწირ ბიუჯეტზე. ალბათ, დოლარის გაძვირებას უკავშირდება,შეიძლება კოვიდპანდემიასთან დაკავშირებითაც მოხდა. ზეთის ექსპორტიც უცხო ქვეყნიდან რომ ხორციელდება, ესეც ვიცით და ზეთზე ფასების კატასრტოფული ზრდაც, ალბათ ესაა მიზეზი. კარგი იქნება თუ დასტაბილურდება და მოითქვამს ხალხი სულს. იმიტომ, რომ აუცილებელია პური და პირველადი მოხმარების ყველაზე აუცილებელი პროდუქტი ხელმისაწვდომი იყოს მწირი შემოსავლების ადამიანებზე.
ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი – ზეთი ისედაც მატულობდა და შაქარი 1,80-ია დღეს და ხვალ 1. 85-ად გავყიდი. შაქარი, ზეთი და პირველადი მოხმარების პროდუქტები ხშირად მუშაობს ზარალზე. საგრძნობლად მოიმატა ზეთზე ფასმა. ორი ლარი აქვს მატება. ძირითადად, ადამიანები ყიდულობენ ზეთს, ტომატს, შაქარს, მაკარონმაც მოიმატა ფასი, მაგრამ კილოობაში იგივე ფასად ვყიდი. საერთოდ, ასეთ დროს მაღაზიები ან ზარალზე მუშაობენ ან ძლივს ინარჩუნებენ საკუთარ თავს.. როცა ფასები მატულობს დისტრიბუტორები ხალხთან არ ურთიერთობენ, მოაქვთ საქონელი და ვღებულობთ. ჩვენ გვაქვს ხალხთან შეხება და ძნელია. ძნელია პასუხის გაცემა. ხალხი, გურული სიმშვიდით ხვდებიან ამ ყველაფერს, მასხრობენ.
„ავერსი“-ს აფთიაქის მენეჯერი, ირმა ბელიქანიძე – გენერალური დირექტორის განცხადება მაქვს, რომელსაც ამოვბეწდავ და გავაცნობ ყველას, რომ ყველა სახის წამლებზე ფასები უკვე დაკლებულია. ინდივიდუალურად არის ფასების კლება წამლებზე. ყველა წამალზე ინდივიდუალური ფასდაკლებაა. ასპირინზე გაიზარდა მოხმარება, რადგან სვამს ადამიანები, შესანახ კონსერვებსაც აკეთებენ, ამიტომ ყიდულობენ. ინტერნეტშიც იყო ასპირინზე, რომ პანდემიასთან დაკავშირებით, ასპირინს შედეგი აქვს კარგიო და ყიდულობს ხალხი. ჩვენთან „ავერსი“-ს ქსელში, შაბათს შემოვიდა 395 ცალი ასპირინი და შესაბამისად დაარიგეს აფთიაქებში. 200 აფთიაქია რეგიონიდან და თბილისის ჩათვლით. ეს ასპირინი ორ საათში აღარ არის. გარემოვაჭრეები მოდიან და უკვე ჩვენ აღარ ვაძლევთ. ჩვენ ხომ ვცნობთ ეხლა მაგათ 5-ჯერ, 6-ჯერ შემოდიოდნენ აფთიაქში. აღარ ვაძლევდით შემდეგ. პროგრამა შეზღუდულია, თითო ადამიანზე 5 ფირფიტაზე მეტის გაცემის უფლებაარ გვქონდა. ჩვენგან არ გადის, მაგრამ რომ არ მივეცით 5 ფირფიტის მეტი, მაშინ გავიდოდნენ და სხვებს უშვებდნენ. ჩვენც ადამიანები ვართ და ყველას ვერ ვცნობთ. საერთოდ ქსელში, საიდანაც მოდის წამლები იქ არ არის ასპირინი. ჩვენ არ გვაქვს და როცა გვქონდა 35 თეთრი ღირდა.
ვრცლად ნახეთ გაზეთის ორშაბათის, 9 ნოემბრის ნომერში.
მსგავსი სტატიები
- 100
კოვიდის ხასიათზე და პროფილაქტიკაზე, ძალიან ბევრი სტატია დავდე. ახლა ვაგრძელებ უამრავი ადამიანის მოთხოვნით. ყველა ვირუსი ფიზიოლოგიური და ბიოლოგიური თვისებებით იდენტური არიან. მაგრამ, განსხვავდებიან იმუნოლოგიური მექანიზმებით. კერძოდ, ანტიგენური ხასიათით. საერთოდ, ნებისმიერი ვირუსის პანდემია ძალიან სწრაფია. ერთნახევარი თვეც არ უნდა, რომ ნახევარ მსოფლიოს მოედოს. მთელს მსოფლიოს კი, რამდენიმე თვეში გადაწვდება. კორონა ვირუსი-…
- 94
ლევან სონღულაშვილი ახალგაზრდა ქართველი მხატვარია, რომელმაც მოკლე პერიოდში თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწია დასავლურ სახელოვნებო წრეებში. ის დღეს ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მისი ნამუშევრები უკვე მსოფლიო სახელოვნებო ინსტიტუციების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ ლევანი უორჰოლის დაარსებული “ნიუ-იორკის არტ-აკადემიის” პირველი ქართველი მაგისტრი გახდა. აკადემიის ცნობილმა გამოფენა-აუქციონმა – Tribeca Ball 2015-მა…
- 92
ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, TDI საქართველოში რელიგიის თავისუფლების, ქსენოფობიისა და მიგრანტთა უფლებების საკითხებს აფასებს. TDI-ს ინფორმაციით, 2020 წელი ადამიანის უფლებებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვის კუთხით გამორჩეულად პრობლემური იყო - კოვიდ 19-ით გამოწვეული პანდემია და მისი შედეგები განსაკუთრებულად მწვავედ მოწყვლად ჯგუფებზე აისახა და შექმნილმა ვითარებამ ადამიანის უფლებების…
- 91
ცნობილი მებაღე ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საინტერესო ისტორიას იხსენებს საკუთარი სტუდენტობის პერიოდიდან: „სტუდენტი რომ გავხდი 18 წლის ვიყავი. ასკანიდან ჩამოვედი, დეიდებთან, მელიქიშვილზე, მიმიჩინეს ერთი კუთხე. ჩემს შენახვას სოფლიდან ვერ შეძლებდნენ, რამე უნდა მეღონა. თერთმეტი ნომერი ტროლეიბუსით დავდიოდი უნუვერსიტეტის მაღლივ კორპუსში, ვაკის პარკის მოპირდაპირე მხარეს უშნო, დიდი რკინის…