ხმაური იყო დღეს ოზურგეთისდ საოლქო საარჩევნო კომისასსთან სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობისდ მხარდამჭერებმა მარნეულში მიმდინარე პროცესები გააპროტესტეს
სიტყვიერი დაპირისპირება კი კლომისიის ხელმძღვანელობასა და აქციის ორგანიზატორებს შორის მას შემდეგ დაიწყო რაც აქციის დასრულების შემდეგ კომისიაში ადმინისტრაცია ჩაიკეტა და არც უფლებამოსილი პირები ოპოზიციიდან და არც აკრედიტირებული ჟურნალისტები კომისიის შენობაში ისე არ შეუშვეს რომ მიზეზები არ განუმარტავთ
მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო აქცია საოლქო კომისიასთან ხუთ წუთს გაგრძელდა, იქ შეკრებილების არ დაშლა იმან გამოიწვია, რომ კომისიის ადმინისტრაცია და პოლიცია შენობაში საათზე მეტხანს იყვნენ ჩაკეტილები.
კომისიის ხელმძღვანელობა ისე დაფრთხა ხალხის დანახვაზე რომ შენობიდან გამოსული ზვიად თენეიშვილი, რომელიც საოლქოს კურატორია ცესკოდან, უკან აღრარ შეუშვეს.
საათნახევრის შემდეგ კი, როგორც იქნა გარეთ კომისიის თავმჯდომარე, ბერდია ლომაძე გამოვიდა და ჟურნალისტების ვერცერთ შეკითხვას პასუხი ვერ გასცა.
ბატონ ბერდიას მხოლოდ ერთი პასუხი ქონდა აკრედიტირებულ ჟურნალისტებს მხოლოდ სხდომების დროს გაქვთ კომისიაში შემოსვლის უფლება-სხვა დროს არაო. თუმცა საიდან მოიტანა მან ეს “უცნაურობა” ვერავინ გაიგო.