“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და მასთან კოალიციაში მყოფი პარტიები, დღის ბოლოს, რეგიონების ნაწილში მერობის კანდიდატებს წარადგენს.
არსებული ინფორმაციით, გადამწყვეტ არჩევნებზე მერობისთვის ქუთაისში ხატია დეკანოიძე, რუსთავში დავით კირკიტაძე, თელავში გიორგი ბოტკოველი, ბათუმში კი გიორგი კირთაძე იბრძოლებს.
რაც შეეხება გურიას _ დადასტურებული ინფორმაციით, გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ლანჩხუთში კენჭს იურისტი ლია მუხაშავრია იყრის. როგორც გვითხრეს, ოზურგეთსა და ჩოხატაურში ოპოზიცია ჯერ არ ჩამოყალიბებულა და აქ კანდიდატების ვინაობა მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.
ჩვენი წყაროს თქმით, ოზურგეთში გაერთიანებული ოპოზიცია ლევან გოგუაძის და ირაკლი ღლონტის კანდიდატურებს განიხილავს და სწორედ ამ ორიდან შეარჩევს ერთ-ერთს.
გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატები ამომრჩეველთა გამოკითხვის შედეგად შეირჩნენ. გაერიანებული ოპოზიციის სახელით არჩევნებში კენჭს სხვა და სხვა პარტიები იყრიან.