“არ გიტყდებათ?! როგორ ეზიზღებით ივანიშვილს”

როგორ ეზიზღებით ივანიშვილს და როგორი დაბალი წარმოდგენა აქვს ქართველი ხალხის ინტელექტზე, რომ აბსოლუტურ ნაგავს აძლევს უამრავ ფულს და თვლის, რომ ეს ჩვეულებრივად “დაგასიაფანდებთ”. არ გიტყდებათ?!” – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აკეთებს, რითიც თბილისში “სისხლიანი ბანერების” გამოჩენას ეხმაურება. სააკაშვილის განმარტებით, აღნიშნული ბანერების ავტორი ბიძინა ივანიშვილის მიერ ისრაელიდან ჩამოყვანილი პირი, მოშე კლუგჰაფტია. მისი შეფასებით, სწორედ ის არის “გენერალი ქართული საზოგადოების ტვინების წინააღმდეგ ომში”. “მე მინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ, როგორ შევარჩიო სიტყვები არ ვიცი, მაგრამ თქვენ იცით, რომ გამოფინეს ისევ პლაკატები. იქ მე ვარ ცენტრში და ამ პლაკატების ავტორი არის ვინმე მოშე კლუგჰაფტი, ვიღაც ავანტიურისტი, სრული ნაძირალა, გადამთიელი, ისრაელიდან ჩამოთრეული ივანიშვილის მიერ. როგორ ეზიზღებით ივანიშვილს და როგორი დაბალი წარმოდგენა აქვს ქართველი ხალხის ინტელექტზე, რომ ამ აბსოლუტურ ნაგავს აძლევს უამრავ ფულს და თვლის, რომ ეს ჩვეულებრივად “დაგასიაფანდებთ”. არ გვეთაკილება, რომ ასეთი სიტუაციაა და ასე დაგვცინიან?! არ “გიტყდებათ”, პირდაპირ რომ გითხრათ, რომ ვიღაც მოშე კლუგჰაფტი, ისრაელიდან ჩამოთრეული ნაგავი, არის მთავარი გენერალი თქვენი ტვინების წინააღმდეგ ომის. ჩვეულებრივი ტერმინებით რომ ვთქვა, მაგრად “ტეხავს” უბრალოდ და ძალიან ვწუხვარ, რომ ამ დონემდე მივედით ყველა ჩვენ. ეს საგიჟეთი უნდა დამთავრდეს, იმიტომ, რომ ყვლაფერს აქვს საზღვარი და წერტილი!”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share