ვაფასებ შენს მამობრივ ზრუნვას, მაგრამ მგონი იცი, რომ სანახევროდ არასდროს არაფერს ვაკეთებ, – ასე პასუხობს მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან მამას, რომელიც მას შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპატიმროდან წერს, რომ შიმშილობა ბრძოლის ერთადერთი ფორმაა, რომელიც მას ივანიშვილის რეჟიმმა დაუტოვა.
“ნიკა, ძვირფასო, ბავშვობიდან არა მხოლოდ მამა, არამედ ჩემი მთავარი მკურნალიც იყავი. სამწუხაროდ, შიმშილობა ჩემთვის არის ბრძოლის ერთადერთი ფორმა, რომელიც დამიტოვა ამ რეჟიმმა,და ბრძოლა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი თავი და ჩემი ჯანმრთელობა. ვაფასებ შენს მამობრივ ზრუნვას, მაგრამ მგონი იცი, რომ სანახევროდ არასდროს არაფერს ვაკეთებ. შენი მიშა, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილის მორიგი წერილი მისმა უფლებადამცველმა და “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა მედიასთან, პირდაპირ ეთერში წაიკითხა.