“12-წლიანი ძებნის შემდეგ, როცა თითქოს ყველა იმედი გადაწურული იყო… საქართველოში ლეოპარდი აღმოვაჩინეთ” – რა დააფიქსირა ფოტოხაფანგმა

თუ­შე­თის ეროვ­ნუ­ლი პარ­კის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი “ფე­ის­ბუქ­ში” სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს. რო­გორც პოს­ტში ვკი­თხუ­ლობთ 2009 წლის შემ­დეგ პი­ვე­ლად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯიქი აღ­მოჩ­ნდა.

“ჯიქი კვლავ სა­ქარ­თვე­ლო­შია!

12-წლი­ა­ნი თავ­და­უ­ზო­გა­ვი ძებ­ნის შემ­დეგ და მა­შინ, როცა თით­ქოს ყვე­ლა იმე­დი გა­და­წუ­რუ­ლი იყო, ნაკ­რე­სის კონ­სერ­ვა­ცი­უ­ლი კვლე­ვის ჯგუფ­მა კვლავ და­ა­ფიქ­სი­რა ეს ცხო­ვე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ჯი­ქის, ანუ ლე­ო­პარ­დის (Pantera pardus) ა.წ. აგ­ვის­ტო­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო დღეს აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ თუ­შე­თის და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ჩვენს მიერ ორი თვის წინ და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ერთ-ერთი ფო­ტო­ხა­ფან­გის შე­მოწ­მე­ბი­სას.ამ რთუ­ლი და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა ბუ­ნე­ბის დაც­ვის მსოფ­ლიო ფონ­დის (WWF) კავ­კა­სი­ის ოფი­სის ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით მო­ხერ­ხდა.

რო­გორც წინა, ისე ეს მცდე­ლო­ბაც აწ გან­სვე­ნე­ბუ­ლი ბა­ტო­ნი ნუგ­ზარ ზა­ზა­ნაშ­ვი­ლის მე­ო­ხე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და და ამ წარ­მა­ტე­ბას სწო­რედ მას ვუ­ძღვნით.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ლე­ო­პარ­დი 2009 წლის შემ­დეგ აღარ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, მას შემ­დეგ, რაც ვაშ­ლო­ვა­ნის და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, მისი ბოლო ნაკ­ვა­ლე­ვი იქნა ნა­პოვ­ნი”, – ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

 

ambebi.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share