ჯადოქარი, რომელიც თითქოს ღმერთმა გამოუგზავნა ქართველ ხალხს – ასე უწოდებს მიხეილ სააკაშვილს ჩეჩნეთის პირველი პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაევის ქვრივი ალა დუდაევა და “ფესიქბუქზე” გამოქვეყნებული ვრცელი სტატუსით დეტალურად აღწერს რა ვითარება იყო საქართველოში 2003 წლამდე და რა ვითარება დახვდა მას უკვე 2008 წელს.
“…მან, როგორც გულივერმა ლილიპუტების ქვეყანაში, მათი ცხოვრება ზღაპრად აქცია. მსოფლიოში კიდევ ყოფილა მისნაირი რეფორმატორი პრეზიდენტი, რომელმაც ამდენი გააკეთა თავისი ქვეყნისთვის? – წერს ალა დუდაევა.
მისი თქმით, მესამე პრეზიდენტი დიდი საშიშროების მიუხედავად საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებამდე დაბრუნდა, თუმცა არჩევნები “ოცნების” ხელისუფლებამ გააყალბა, მიხეილ სააკაშვილი კი დააპატიმრა:
“მიხეილ სააკაშვილი არჩევნებამდე დააკავეს. ახლა ის ციხეშია და აგრძელებს ბრძოლას, იმ ქურდების წინააღმდეგ, რომლებმაც გამარჯვება მოიპარეს. ის მზადაა სიცოცხლე გაიღოს საყვარელი ხალხისთვის! როცა ლომს ცხვარი წინ უძღვის, ყველა ცხვარი ლომად და გმირებად იქცევა, როცა ცხვარს ფარა მიუძღვის, ყველა ცხვრად რჩება” წერს ალა დუდაევა და საქართველოს მოსახლეობას მიმართავს:
“ჩვენო ძვირფასო ქართველებო, ახლა თქვენი ჯერია. მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მსურველებს არც ერთი კარი არ შეაჩერებს! მისი მცველები ქართველები არიან და არ მოუნდებათ მათი პრეზიდენტის ციხეში სიკვდილი! დიდი სიყვარულით და იმედით სწირავს თავს თავისი ხალხისთვის! და სჯერა სასწაულების, რომლებიც ჯერ კიდევ ხდება ჩვენს სამყაროში! თავისუფლება ან სიკვდილი ციხეში, მიხეილ სააკაშვილს სხვა გზას არ უტოვებენ! ქართველი ხალხის იმედით და რწმენით ალა დუდაევა” წერს ჯოხარ დუდაევის ქვრივი.