დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე საბოლოო სხდომა ჩატარდა. მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს. ამით საქმის განხილვა დასრულდა. განაჩენი კი ხვალ გამოცხადდება. აღნიშნულ საქმეს სოციალურ ქსელში ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
ექსპერტი ამბობს, რომ ამ საქმით ხელისუფლებამ საკუთარი თავი და ქვეყანა ჩიხში შეიყვანა:
“ხვალინდელი განაჩენის ფასია მინიმუმ 1,5 მილიარდი დოლარი.ხელისუფლებამ საარბიტრაჟო დავაში უნდა ამტკიცოს, რომ ანაკლიის პროექტის ჩაშლა განაპირობა საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობამ და არა ოპერატორის მიმართ უკანონო დევნის გამო პოტენციური ინვესტორების დაფრთხობამ.გამამართლებელი განაჩენი ირიბად ადასტურებს უკანონო დევნას და არბიტრაჟს ხელისუფლება წააგებს. ფასი – 1,5 მილიარდი დოლარი.გამამტყუნებელი კი ადასტურებს, რომ ჩვენ სახელმწიფო არ ვართ და მაღალი ალბათობით ვერც არბიტრაჟს გადაარჩენს.ფასი – ბნელი მომავალი + სავარაუდო 1,5 მილიარდი დოლარი.ასეთ ჩიხში შეიყვანეს თავი და რაც მთავარია, ქვეყანა…”-წერს ხუხაშვილი.