მანუჩარ კვირკველია თავის მშობლიურ გრიბოედოვის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა

“ჩემი კორპუსის მაცხოვრებლებთან შეხვედრამ თბილსა და მეგობრულ გარემოში ჩაიარა. მათთან ყოფნამ დადებითი ემოციებით დამმუხტა. თითოეული მათგანის გვერდში დგომის იმედი მაქვს და ვიცი, რომ მათაც ვეიმედები”

განაცხადა მანუჩარ კვირკველიამ, თავისი მშობლიური, ქალაქ ოზურგეთის გრიბოედოვის ქუჩის მაცხოვრებლებთან შეხვედრის შემდეგ.

“ერთიანი ანციონალური მოძრაობის” მაჟორიტარმა კანდიდატმა გურიაში, მანუჩარ კვირკველიამ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები რამდენიმე კვირაა დაიწყო.

ოზურგეთელი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში, მანუჩარ კვირკველია, გაერთიანებულ ოპოზიციას, რომელიც არჩევნებში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელით მონაწილეობს, პარტია “პროგრესი და თავისუფლება” – დან შეუერთდა.

კვირკველია ოლიმპიური ჩემპიონი 2008 წელს, პეკინში, იმ დროს გახდა, როცა საქართველოში რუსეთი შემოიჭრა და რუსეთ საქართველოს ომი მიმდინარეობდა.

მანუჩარ კვირკველიას ჰყავს მეუღლე და ხუთი შვილი.

მთავარში სურათზე მანუჩარ კვირკველია ოჯახთან ერთად – ქვემოთ პირველი სურათი კვირკველიას საარჩევნო შტაბი ოზურგეთში, მეორე და მესამე სურათები- მისი შეხვედრა გრიბოედოვის ქუჩის მაცხოვრებლებთან.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share