დეტმოლდში, ორმა მამაკაცმა ბრუხშტრასეზე მდებარე საიუველირო მაღაზიაში შეჭრა სცადა. როგორც გერმანული მედია პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, მათ ქვით მინის ჩამსხვრევა სცადეს, სწორედ ამ მომენტს მოქალაქე შემთხვევით შეესწრო, რომელმაც პოლიცია გამოიძახა.
მამაკაცებმა ადგილიდან მიმალვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ისინი იპოვეს და დააკავეს. ორივე მათგანი ქურდობის მცდელობაშია ეჭვმიტანილი.
პოლიციის ცნობით, საუბარია 42 წლის და 17 წლის ქართველ მამაკაცებზე. ისინი დღეს დააკავეს და სასამართლოს წინაშე წარდგებიან.
cnews.ge