Georgian Airways-მა გადახდის სისტემებში რუსული საბანკო სისტემა “Мир” დაამატა

ავიაკომპანიამ, “ჯორჯიან ეარვეისმა”  საიტზე გადახდის სისტემაში მასტერქარდისა და ვიზას გვერდით რუსული ბაზრისთვის შექმნილი საბანკო სისტემა “Мир” დაამატა. აღნიშნულ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

აღნიშნული საბანკო სისტემა არის ერთადერთი საშუალება რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც რუსულ ბარათებს ფლობენ, ივაჭრონ ონლაინ ან საზღვარგარეთ გადარიცხონ ფული

როგორც ავიაკომპანიის ქართველმა ხელმძღვანელმა, თამაზ გაიაშვილმა “რადიო თავისუფლებას” უთხრა, იმისათვის რომ კომპანიამ ბილეთი გაყიდოს, ყველა სისტემა იმუშავებს. მისი თქმით ის არ უერთდება სანქციებს რადგან წარმოადგენს კერძო კომპანიას და არა სახელმწიფოს.

“თუ რამე შეიძლება, რომ ბილეთი გაიყიდოს, ყველა სისტემა იმუშავებს. მე სანქციებს არ ვუერთდები და არანაირი ვალდებულება არ მაქვს, სახელმწიფო არ ვარ, კერძო კომპანია ვარ. მე მაინტერესებს ბილეთი გავყიდო, რით გაიყიდება, ეგ საერთოდ არ მადარდებს. სამტრედიაში რომ რკინიგზა გააჩერეს*, მე ამ სისტემით ვერ ვიმუშავებ”, – უთხრა “ჯორჯიან ეარვეისის” ქართველმა ხელმძღვანელმა თამაზ გაიაშვილმა ”რადიო თავისუფლებას”.

წყარო : რადიო თავისუფლება 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share