სისხლიანი გარჩევა ლანჩხუთში.
დაჭრილია 4 პირი. ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება ერთ ერთ კაფე – ბარ სამეფოში დაიწყო და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა. ურთიერთშელაპარაკების შედეგად პირმა, რომელიც ჩვენი ინფორმაციით ადგილიბრივი არ არის და ჩინურ კომპანიაში მუშაობს 4 მამაკაცს ჭრილობები დანით მიაყენა. დაშავებულები კლინიკა მედალფაში გადაიყვანეს, მათგან სამი მსუბუქად იყო და ახლა ისინი ბინაზე აგრძელებენ მკურნალობას, რაც შეეხება კიდევ ერთ დაჭრილს მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუატრდა. როგორც კლინიკის ხელმძღვანელი რევაზ კვერენჩხილაძე ამბობს, გუშინ კლინიკა ,,მედალფაში ” 18 საათზე სამი დაჭრილი ახალგაზრდა შეიყვანეს. მათგან ერთერთის მდგომარეობა მძიმე იყო , დაზიანებებით მუცლის ღრუში. ჩაუტარდა ოპერაცია და ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.ფაქტთან დაკავშირებით შიმაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ნათქვამია რომ დაკავებულია წარსულში ნასამართლევი პირი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე.