თბილისის მერის მოადგილე გარდაცვლილი იპოვეს

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ილია ელოშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share