ოლიგარქიული სისტემის დაშლა, პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი პროკურორებისა და მოსამართლეების დასანქცირება – ამ საკითხებზე ისაუბრა ლევან ხაბეიშვილმა “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორთან.
ნიკა გვარამიასთან ნაციონალური მოძრაობის წევრმა ევროპარლამენტარების განწყობებსა და პოზიციებზეც გაამახვილა ყურადღება, მისი თქმით, დასავლეთში ღიად ამბობენ რომ ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარია.
“აბსოლუტურად ყველა ევროპარლამენტარი, ვისთანაც კი კომუნიკაცია ჰქონდა ანტიკორუფციული მოძრაობის წარმომადგენელს, ღიად უჭერს მხარს მედიის თავისუფლებას, ღიად აფიქსირებს პოლიტიკურ დევნას ნიკა გვარამიას წინააღმდეგ და ღიად აქვს ცივილიზებულ სამყაროს შეფასებული გვარამიას პატიმრობა, როგორც პოლიტიკურ მძევლობა” ამბობს ხაბეიშვილი
შეგახსენებთ, ბრიუსელში ევროპელ დეპუტატებთან შეხვედრები “ანტიკორუფციული მოძრაობის” წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა გამართა.