“როდესაც ბომბები ერევიან, როდესაც ცეცხლია გახსნილი განურჩევლად ყველას ხოცავს ტყვია…ჩვენ ალბათ ვალდებულები ვართ შევიფაროთ ლტოლვილები” – ამის შესახებ მსახიობმა, ზაზა კოლელიშვილმა “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანა არ არის უზომო და ძალიან ბევრ ტოლვილსაც ვერ მიიღებს.
“ომი ისეთი ფენომენია არასტანდარტულ მდგომარეობაში გვაყენებს ყეველას, აღარ არის ეს ჩვეულებრივი ფენომენი, როდესაც ბომბები ერევიან,როდესაც ცეცხლია გახსნილი განურჩევლად ყველას ხოცავს ტყვია…ჩვენ ალბათ ვალდებულები ვართ შევიფაროთ ლტოლვილები, თუმცა გვაქვს ჩვენ ამის გამოცდილება. ქვეყანა არ არის უზომო და ძალიან ბევრ ტოლვილსაც ვერ მიიღებს. რუსია თუ ბელარუსია, თუ მოდის იმიტომ, რომ სული მოითქვას და მერე ქვეყნიდან გავიდეს მესმის.” – განაცხადა ზაზა კოლელიშვილმა.