რუსეთი, როგორც ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფო – ევროკავშირის რეზოლუციის ტექსტი შეთანხმებულია

ევროპარლამენტმა მიაღწია შეთანხმებას რეზოლუციის ტექსტზე, რომლითაც რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ იქნება აღიარებული. ინფორმაციას ანდრიუს კუბილიუსი ავრცელებს.

როგორც ევროპარლამენტარი “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე წერს, პოლიტიკურმა ჯგუფებმა საკითხზე შეთანხმებას 4 საათიანი მოლაპარაკების შედეგად მიაღწიეს. რეზოლუციის დამტკიცება ევროპარლამენტში მომდევნო კვირას იგეგმება

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share