ბიზნესმენ ფადი ასლი სკეპტიკურად უყურებს ღარიბაშვილის განცხადებას, რომ მომავალ წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 5 500 დოლარს მიაღწევს:
“2013-2020 წლებში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის ზრდა დოლარში იყო ნულოვანი პროცენტი და ახლა მხოლოდ ერთ წელიწადში პრემიერი 15%-ით გაზრდის?
თუ მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2022 წელს 5 500 დოლარს მიაღწევს, გპირდებით, რომ შიშველი ვივლი რუთაველის გამზირზე!” წერს ფადი ასლი ფეისბუქზე
მომავალ წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 5 500 დოლარს გადააჭარბებს, რაც ისტორიული მაქსიმუმია – ეს დაპირება პრემიერმა ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გასცა.