ნატალია ილიჩოვა სამუშაოს სანიმუშოდ შესრულებისთვის მოქმედ თავდაცვისა და პრემიერ მინისტრს მადლობის სიგელით ჰყავთ დაჯილდოვებული, აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე და სოციალურ ქსელში ამის დამადასტურებელ დოკუმენტს აქვეყნებს:
„ცნობისთვის, ნატალია ილიჩოვა სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის და საზღვრის დაცვის საქმეში მიღწეული წარმატებისთვის ირაკლი ღარიბაშვილს ყავს მადლობის სიგელით დანაჯილდოები, ხოლო უმწიკვლო სამსახურისთვის კი, სამკერდე ნიშნით – გიორგი გახარიას. ნუთუ, ოდნავ მაინც არ აწუხებთ სირცხვილის გრძნობა იმის გამო, რასაც ახლა ამ ადამიანს უკეთებენ“ -წერს გიორგი მშვენიერაძე