შსს – ავტოსაგზაო შემთხვევისას საპატრულო დევნა არ მიმდინარეობდა

“ავტოსაგზაო შემთხვევისას, რომლის დროსაც ხუთი შვილის მამა დაიღუპა, საპატრულო დევნა არ მიმდინარეობდა, ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, პატრული შემთხვევის ადგილას მხოლოდ მას შემდეგ მივიდა რაც 112-ში დაფიქსირდა ზარი”

ეს განცხადება “გურიის მოამბესთან” საუბარში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გააკეთა.

“ადგილზე გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა, მოხდა დაშავებულის ოზურგეთის საავადმყოფოში გადაყვანა სადაც გარდაიცვალა” გვითხრეს უწყებაში.

შსს პრეს სამსახური რედაქციას, ჩვენი ვებ გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან 10 წუთში დაუკავშირდა.

შსს – ში აცხადებენ, რომ “გურიის მოამბის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია “ხუთი შვილის მამის დაღუპვის მიზეზი საპატრულო ეკიპაჟის დევნა გახდა” – მცდარია.

ჩვენს კითხვაზე, რომ წყაროს აქვს ვიდეომტკიცებულებები – შსს პრესსამსახურში გვიპასუხეს, რომ ყველა მტკიცებულება უწყებას უნდა მივაწოდოთ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share