ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ქართველებს ახალი წლის დადგომას ულოცავს და მიიჩნევს, რომ ქვეყანას, სადაც მილიონი ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ხალხის ერთიანობის ძალა გადაარჩენს: “როდესაც ქვეყანაში 1 მილიონი ადამიანი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, როცა ათიათასობით ბავშვი შიმშილობს, გათბობის საშუალება არ აქვს, წყურია, სათამაშო და ელემენტარული პირობები არ გააჩნია ….. ქვეყანა სადაც პურის ფქვილს ხალხი განვადებით ყიდულობს და ხორცის ჭამას თვეში ერთხელაც ვერ ახერხებს. ქვეყანა სადაც, მმართველი მილიარდერი ზვიგენების კვებაში მილიონებს ხარჯავს და მის მოქალაქეებს დღეში 90 თეთრად გამოკვებას სთავაზობს. ქვეყანა სადაც მინისტრებს საკუთარი ხელფასები ეცოტავებათ და აფრიკის დასახლებაში გაჭირვებული მოსახლეობა ჭერს რომ იკეთებს აგარაკები ჰგონია …. ქვეყანა სადაც უსამართლობა, უთანასწორობა ყოველდღიური ცხოვრების წესია …. ქვეყანა სადაც მისი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ერთადერთი გამოსავალი ემიგრაციაში წასვლაა “….. წერს ლევან ხაბეიშვილი