“რუსეთი სხვა ქვეყნებში გავლენის მოსახდენად მილიარდობით დოლარს ხარჯავს,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა რუსეთის ფინანსურ რესურსებს ვერ უტოლდება, მაინც გაიმარჯვებენ თავიანთი სიმამაცითა და სიმტკიცით.
“რუსეთი ხარჯავს მილიარდებს და მილიარდობით დოლარს სხვა ქვეყნებში გავლენის მოსახდენად. ისინი ავრცელებენ ქაოსს, ძირს უთხრიან ჩამოყალიბებული ინსტიტუტების მუშაობას, აფინანსებენ დეზინფორმაციას და ქრთამავენ სამოქალაქო და პოლიტიკურ ლიდერებს.
შეშფოთებულია პლანეტის სხვადასხვა რეგიონი. აფრიკა, აზიის სხვადასხვა ნაწილი და ევროპა, რომელიც განსაკუთრებით დაუცველია პუტინის სისტემის მიერ პროვოცირებული და საზრდობული დესტაბილიზაციისგან. რუსული დაზვერვა და ქაოსის გავრცელების მცდელობები ასევე მიზნად ისახავს ორივე [ჩრდილოეთ და სამხრეთ] ამერიკას.
ასეთი რუსული გავლენა მოქმედებს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი თავდაცვის წინააღმდეგ. გასაგებია, რომ რუსეთის ფინანსურ რესურსებს ვერ ვუტოლდებით. თუმცა, უკრაინელებს ძალუძთ გაიმარჯვონ რუსეთზე თავიანთი სიმამაცით, სიმტკიცით და იდეებით,” – განაცხადა ზელენსკიმ.