კობახიძე EU-ს სანქციებზე: არ ვაპირებთ, ასეთ მარტივ ხრიკებსა და პროვოკაციებზე წამოგებას

ეს არის რაღაც მარტივი პროვოკაცია და რა თქმა უნდა, პროვოკაციის მიზანი არის ის, რომ მეორე მხარე წამოეგოს პროვოკაციაზე.

ჩვენ, რა თქმა უნდა, როგორც ლიეტუვისა და ესტონეთის შემთხვევაში, არ ვაპირებთ ასეთ მარტივ ხრიკებსა და პროვოკაციებზე წამოგებას.

ჩვენ გვექნება აბსოლუტურად პრაგმატული პოლიტიკა.

თქვა ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

16 დეკემბერს, EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა გაიმართა, რომელზეც საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საჭიროებაზე შეთანხმდნენ, ევროკომისია კი ამაზე წინადადებას წელსვე წარადგენს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share