ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, “სარფის“ გავლით, თურქეთიდან შემოტანილ 23 450 კილოგრამ კარტოფილში კარტოფილის კიბო აღმოჩნდა.
“საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელებისას, კვლევისთვის აღებულ ნიმუშში, კარტოფილის კიბოს (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა”, – წერია განცხადებაში.
საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების მიხედვით, კარტოფილს უკან – თურქეთში – დააბრუნებენ.