საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსული სამხედრო თვითმფრინავის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთას ეხმაურება წერს, რომ მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა ახსნას როგორ მოხდა ჩვენი სივრცის გამოყენება.
მისი განცხადებით, თუ ეს მთავრობის ნებართვის გარეშე მოხდა ხელისუფლებამ რუსეთს ნოტა უნდა გაუგზავნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვად ჩაითვლება.
“საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა ახსნას, როგორ მოხდა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის მიერ ქართული საჰაერო სივრცის გამოყენება. თუ ეს მართლა მოხდა მათი ნებართვის გარეშე, მაშინ ხმამაღლა უნდა გააპროტესტონ და ნოტა გაუგზავნონ რუსეთს შვეიცარიის საელჩოს გავლით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ჩაითვლება საბრძოლო მოქმედებებში ჩართვად უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის მხარეს. სამართლებრივად, ვერცერთი თვითმფრინავი ვერ გაივლის სხვა ქვეყნის საჰაერო სივრცეში ამ ქვეყნის კონკრეტულად მიცემული ნებართვის გარეშე”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.