ქართველ ემიგრანტთა ნაწილი, ბიძინა ივანიშვილის ძმას, ადიკო ივანიშვილს,იმ თაღლითურ ჯგუფთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს, რომელმა ჯგუფმაც, მათი განცხადებით, ასეულობით ემიგრანტი თაღლითური გზით გაძარცვა.
ამ საქმეზე ასეულობით დაზარალებულია.
მათი განცხადებით, ეს ჯგუფი ემიგრანტებს, ფეისბუკზე გახსნილი ყალბი გვერდებით, ატყუებდნენ, ავიაბილეთების შეძენასა და საზღვარგარეთ ლტოლვილის სტატუსის მოპოვებაში დახმარების გაწევაზე, სძალავდნენ მათ ფულებს, შემდეგ კი ქრებოდნენ.
“ჩვენ არანაირი შემხებლობა უშუალოდ ადიკო ივანიშვილთან არ გვქონია, თუმცა ის ხალხი, რომლებსაც თანხას ვურიცხავდით და შემდეგ ქრებოდნენ, ჩვენი სამართლიანი მოთხოვნების პასუხად-თანხის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით-ადიკო ივანიშვილით გვემუქრებოდნენ” – ამბობს ერთ ერთი ემიგრანტი ჩვენთან საუბარში.
თავად ადიკო ივანიშვილი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. თუმცა მოქალაქეს, რომლებსაც ემიგრანტთა ნაწილი თაღლითობასა და ასეულობით მოქალაქის (ლტოლვილისა და მიგრანტის) თანხების მითვისებაში (ლელა ნაცვალაძე) ადანაშაულებენ – ამ უკანასკნელს, ადიკო ივანიშვილთან ახლო და მეგობრული ურთიერრთობები წლების წინ ჰქონდა. თუმცა რამდენად საქმის კურსში იყო თავად ადიკო ივანიშვილი, ამ ჯგუფის საქმიანობასთან დაკავშირებით და მფარველობდა თუ არა მათ, ეს ამ ეტაპზე უცნობია.
თავად ლელა ნაცვალაძე ივანიშვილთან კონტაქტსაც კი კატეგორიულად უარყოფს:
“სამი წელია ადიკო ივანიშვილი თვალით არ მინახავს, დედა გარდამეცვალა ახლა და სამძიმარზეც კი არ ყოფილა, ქორწილში დავპატიჟე და იქაც არ მოსულა, ადიკოს ამ საქმეში გარევა დიდი ცოდვაა. კი ბატონო ადრე ვმეგობრობდი, მაგრამ ადიკოსთან რომ ახლოს ვიყო ახლა არასამთავრობოში ვიქნებოდი? ვინმემ არ გაბედოს და ადიკო არ ახსენოს. კაცი არაფერ შუაშია.” – აცხადებს ნაცვალაძე.
ცნობისათვის:
ოზურგეთის საკრებულოს ყოფილ დეპუტატს თაღლითობაში ადანაშაულებენ
ოზურგეთის საკრებულოს ორი მოწვევის – 2010-14 და 2014-18 დეპუტატს, ლელა ნაცვალაძეს, საქართველოს მოქალაქეები თაღლითობაში ადანაშაულებენ.
მათი უმრავლესობის მტკიცებით, ნაცვალაძემ, მის მეუღლე ავთანდილ ქავზინაძესთან ერთად შექმნა თაღლითური ჯგუფი, რომლებმაც ყალბი ექაუნთებით, ყალბი ფეისბუკ გვერდებით, შეცდომაში შეიყვანეს საქართველოს ათეულობით მოქალაქე, მათ შორის უმრავლესობა მიგრანტები და ლტოლვილები, და ამ უკანასკნელთა კუვნილი დიდი ოდენობით თანხები თაღლითური გზით მიითვისეს.
ბოლო ათი დღის განმავლობაში, ოზურგეთის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, თბილისის და საქართველოს კიდევ მრავალი ქალაქის პოლიციასა და პროკურატურას, ამ საკითხზე უამრავმა ადამიანმა მიმართა.
ხალხი სამართალდამცავი ორგანოებისაგან შველას ითხოვს.
“გურიის მოამბე” დაუკავშირდა დაზარალებულებსა და თავად ლელა ნაცვალაძეს, რომელსაც დაზარალებულები ყალბი ავიაბილეთების მიყიდვასა და ლტოლვილთა სტატუსის მინიჭების დაპირებებით უამრავი თანხის მოტყუებით წართმევაში ადანაშაულებენ.
ქალბატონმა ლელამ, დღეისათვის ამ თემაზე საუბარი არ ისურვა. გვითხრა, რომ რამდენიმე დღეში ბრიფინგს ჩაატარებს და იქ იტყვის სიმართლეს:
“ორ დღეში ჩავატარებ ბრიფინგს, იქ მექნება ყველა დოკუმენტაცია და ამ დოკუმენტების წარდგენის ფონზე ვისაუბრებ ამ საკითხზე” – გვითხრა ნაცვალაძემ.
“სრული განუკითხაობა ოზურგეთში არ ვაპირებ გაჩუმებას რადგან ვარ დაზარალებული ქალბატონი ლელა ნაცვალაძისგან რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანი დააზარალა აუცილებლად უნდა გაეცეს საკადრისი პასუხი უნდა მოახდინოს რეაგირება #ოზურგეთისპოლიციამ დავწერ მოკლედ და კონკრეტულად ეს ქალბატონი ვითომ ყიდიდა თვითმფრინავის ბილეთებს და უამრავი ადამიანი გადააგდო და კიდევ აქეთ იმუქრება მე არ შემიჭამია არავის თანხებიო ვითხოვ კომპანიის სახელს და ბილეთი ნამდვილად რომააქ ნაყიდი და რატომღაც არ მიგზავნის ვის მოვთხოვო პასუხი? ლელა ნაცვალაძის მეუღლის ანგარიშზე არიცხინებდა თანხებს იმდენი ყავს დაზარალებული სადაა სამართალი სადაა დამიდასტურეთ პოსტი რათა ყველამ ნახოს” წერს ერთ ერთ ფეისბუკ გვერდზე მადო კუპრაშვილი. “მირეკავს ხალხო და აქეთ მემუქრება დაზარალებული ვარ ოქტომბრის მერე მატყუებს და კიდევ ჩემგან ელის მშვიდ საუბარს ვიცი რომ კითხულობ ლელა ნაცვალაძე ამ პოსტს შენ გამწარდი ისე როგორც ეს ხალხია გამწარებული შენ ხმა არ გაქ ამოსაღები” ამატებს იქვე.
“ეგ ყველას ასე ემუქრება.სავსე მაქვს მაგისი მუქარებით ვოცაფი.ეს თაღლითი.მარტო ბილეთებით მოვაჭრე არ გეგონოთ, ლტოლვილად ჩაბარებულ ხალხსაც ატყუებს,საბუთებს მოგიწესრიგებთო გარდა მაგისა,იგონებს ათასგვარ ტყუილებს,ვითომ ავად არის და ემიგრანტებს თანხებს არიცხინებს.ამას ჰაერზე კი არ ვამბობ,ფაქტები მაქვს ყველანაირი დამადასტურებელი. შენი და ყველა იმ ადამიანის ცოდვით,ვინც მოატყუა,ეს მაინც არ გაიხარებს მაგას ვანახებ როგორ უნდა ხალხის გამწარება” ამბობს ფეისბუკ მომხმარებელი მარიამ არჩვაძე.
“უსინდისო ნამუსგარეცხილი ყველაფრის მკადრებელი ქალი ფუუ მინდა ჩალპეს ციხეში ამდენი ადამიანის გამწარებისთვის რაც მაგან დაგვმართა ადამინის გარდა ყველაფერია !!!კაზინოში რიცხა ჩვენი ფულები” – ნინი ზაქარაშვილი.
“ნამდვილად არ მქონია ასეთ ადამიანთან ურთიერთობა 2022 წლის სექტემბრამდე როგორიც ლელა ნაცვალაძეა. დამტოვა მისი ტყუილების დ გაქნილი აფერისტული ქმედებების გამო, არა მარტო გაოცებული არამედ ჯიბეცარიელიც.
ლელა ნაცვალაძე: “ყველა დაზარალებულს თანხები დაუბრუნდება მაგრამ მე არაფერ შუაში ვარ”
“ყველა დაზარალებული, მიიღებს შესაბამის თანხას და დაუბრუნდებათ მათ ის ფინანსები რაც დაკარგეს, ვაკონკრეტებ ყველა ნამდვილი დაზარალებული”
განაცხადა ლელა ნაცვალაძემ, დღეს “გურიის მოამბესთან საუბარში.
მისივე განცხადებით, ეს არ ნიშნავს იმას რომ ის მონაწილეობდა ამ თაღლითურ სქემაში.
“პირიქით, მე თვითონ ვარ დაზარალებული, ვარ ბულინგის მსხვერპლი, დამიბლოკეს გვერდები, თავიდან ყველაფერი წარმატებით დაიწყო, მაგრამ მოხდა თავდასხმები, არ მოგვცენ მუშაობის საშუალება. რაც შეეხება ჩემს ქმარს, ეს ტყუილია, ის ამ დროს საზღვარგარეთ იმყოფებოდა და არანაირად არ მონაწილეობდა ამ საქმეში. მე თვითონ ვარ ადამიანის უფლებების დამცველი და მე როგორ უნდა მაკადრონ “თაღლითის” წოდება. პირიქით აქეთ მატერორებენ.”
აცხადებს ნაცვალაძე.
“მე ამ დღეებში ჩავატარებ ბრიფინგს და წარმოვადგენ ყველა მტკიცებულებას, რომ მართალი ვარ და წარმოვადგენ დოკუმენტაციას თუ რა თავდასხმები ხორციელდებოდა ჩემზე, მაშინ როცა სახლში მომაკვდავი დედა მყავდა, რამდენჯერმე პატრულიც კი გამოვიძახე თავდასხმების მოგერიებისას” დასძინა ქალნატონმა ლელამ.
“ეს არის ერთი ჯგუფი, რომელიც ბრალს მდებს, უნდათ ამ თემის პოლიტიზირება, აცხადებენ თითქოს ამაში ადიკო ივანიშვილი მონაწილეობდა, ეს არის არჩვაძე-ზაქარაშვილი დაჯგუფება, მე კი ბატონო, როგორც პოლიტიკოსს რაც უნდათ ის მიწოდონ, მაგრამ არავის არ მივცემ უფლებას ჩემზე, როგორც ადამიანზე ასე ისაუბრონ. მე მადლობელი ვარ რომ ეს თემა წამოსწიეთ, თუმცა ამ დღეებში ყველაფერს მოვფენ ნათელს, ლელა ნაცვალაძის სახელის შეურაცხყოფის მცდელობა ამ ერთ ჯგუფს არ შერჩება, ყველა ნამდვილი დაზარალებული ვინცაა თანამშრომლობს ჩემთან. ყველას აუნაზღაურდება ზარალი, თუმცა ვიმეორებ, ეს გაუგებრობა მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ უცნობმა პირებმა შექმნეს ჩემი ყალბი აქაუნთები, ფეისბუკ გვერდები, ნამდვილი კი დაბლოკეს. გავხდი დიდი შანტაჟისა და თაღლითობის მსხვერპლი” თქვა ნაცვალაძემ.
ცნობისათვის:
ოზურგეთის საკრებულოს ორი მოწვევის – 2010-14 და 2014-18 დეპუტატს, ლელა ნაცვალაძეს, საქართველოს მოქალაქეები თაღლითობაში ადანაშაულებენ.
მათი უმრავლესობის მტკიცებით, ნაცვალაძემ, მის მეუღლე ავთანდილ ქავზინაძესთან ერთად შექმნა თაღლითური ჯგუფი, რომლებმაც ყალბი ექაუნთებით, ყალბი ფეისბუკ გვერდებით, შეცდომაში შეიყვანეს საქართველოს ათეულობით მოქალაქე, მათ შორის უმრავლესობა მიგრანტები და ლტოლვილები, და ამ უკანასკნელთა კუვნილი დიდი ოდენობით თანხები თაღლითური გზით მიითვისეს.
ბოლო ათი დღის განმავლობაში, ოზურგეთის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, თბილისის და საქართველოს კიდევ მრავალი ქალაქის პოლიციასა და პროკურატურას, ამ საკითხზე უამრავმა ადამიანმა მიმართა.
ხალხი სამართალდამცავი ორგანოებისაგან შველას ითხოვს.
“გურიის მოამბე” დაუკავშირდა დაზარალებულებსა და თავად ლელა ნაცვალაძეს, რომელსაც დაზარალებულები ყალბი ავიაბილეთების მიყიდვასა და ლტოლვილთა სტატუსის მინიჭების დაპირებებით უამრავი თანხის მოტყუებით წართმევაში ადანაშაულებენ