“ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ქართულ ოცნებას“ უამრავი პოლიტიკურ-სამართლებრივი სვლა აქვს, რაც ქმნის გარანტიას, რომ საქართველოს პარლამენტი არც ერთ შეთხვევაში არ იქნება ერთპარტიული.
როგორც კობახიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემაში “პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა, პარლამენტი იქნება მრავალპარტიული.
მან ასევე ოპოზიციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას არ აქვს არავითარი მანევრი.
მისვე თქმით, წარდგენილი კანონპროექტებიც ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს, მაგრამ სხვა მანევრები აქვთ, რაზეც ღიად ვერ ისაუბრებს.
“უამრავი სამართლებრივი და პოლიტიკური მექანიზმი გვაქვს, ბევრი სვლა გვაქვს ხელში“ ,- განაცხადა კობახიძემ.