“ჯერ ის გაარკვიეთ ვინაა თქვენი თავმჯდომარე და მერე ილაპარაკეთ-ესეც კი ვერ გაგირკვევიათ” – ასე გამოეხმაურა ოზურგეთის ვიცე მერი, გიორგი ღურჯუმელიძე, დღეს, ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე, ოპოზიციის ბრალდებებს, რითაც გაიხსნა მუნიციპალური საკრებულოს მორიგი სხდომა.
ოზურგეთის ვიცე მერი ერთადერთი იყო (თუ არ ჩავთვლით უმრავლესობის დეპუტატების, ბესო მელუასა და გელა აროშიძის რეპლიკებს), რომელიც ოპოზიციონერ დეპუტატებთან დებატებში შევიდა.
მოულოდნელად სხდომაზე კრინტი არ დაუძრავთ, საკრებულოს ცნობილ “ქალბატონ ქორებს”, ქეთი ხომერიკს, ნინო ნადირაშვილს, ხათუნა ცერცვაძეს, ნინო ჭანიშვილს.
ეტყობა მმართველ პარტიაში-ადგილზე-გაანალიზეს რომ “ოცნების” ამორძალების” ძალისხმევა-ჩაახშონ განსხვავებული აზრი-საზოგადოებაში მკვეთრ უარყოფით ემოციებს იწვევს და ამ უკანასკნელებს “საკუთარი” “ცხელი თავების” “გაგრილება” უწევთ.
ვიცე მერის რეპლიკამ ოპოზიციონერი დეპუტატი, გოჩა შარაშენიძე გააღიზიანა:
“თქვე მამაცხონებულებო, ჯერ იყო და გახარიას მამას ეძახდით და ახლა დედის სულს აგინებთ, მერე სალომეა ჩვენი დედოფალიო და ახლა კეტით დასდევთ და კიდევ ჩვენ ვერ გაგვირკვევია ვინაა ჩვენი ლიდერი? ვაი თქვენს პატრონს უბედურს” – ბრაზობდა დეპუტატი.