ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, გუშინ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი და დაახლოებით 2 კვირაში საქართველოში „რემდესივირს“ შემოიტანენ.
როგროც ცერცვაძე პირველ არხთან საუბრისას აღნიშნავს, პრეპარატს 100%-იანი გარანტია არ აქვს, თუმცა უკეთესი ალტერნატივა დღეს არ არსებობს.
„მიუხედავად იმისა, რომ „რემდესივირზე“ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, მაგალითად ამერიკაში მას ოფიციალურად მისცეს რეკომენდაცია ყველა კოვიდინფიცირებულის სამკურნალოდ, ამერიკის ნაციონალურმა ინსტიტუტებმა თავის გაიდლაინში ოფიციალურად შეიტანა და უწევს რეკომენდაციას. ამავდროულად, ჯანმო-მ არ შეიტანა თავის გაიდლაინში და ამბობს, რომ მის ჩატარებულ კვლევაში ვერ უჩვენა „რემდესევირმა“ საკმარისი ეფექტურობა.
ასევე, „რემდესივირი“ არ განიხილება, როგორც 100%-იანი გარანტიის მქონე მედიკამენტი, თუმცა უკეთესი დღეს არ არის. ამიტომ ჩვენმა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ შემოეტანა „რემდესივირი“, მისი შემოტანა მოხდება. როგორც ვიცი, გუშინ მოეწერა ხელი სამთავრობო ხელშეკრულებას, სადღაც ორ კვირაში მოხდება მისი შემოტანა“, – აცხადებს ცერცვაძე.
ამასთან, ის ხაზს უსვამს, რომ „რემდესივირი“ ბოლო მონაცემებით ნაჩვენებია ჟანგბადდამოკიდებული პაციენტებისათვის.