მიისწრაფიან НАТО-ს სასაკლაოსკენ – რუსეთის მთავარი პროპაგანდისტი და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა, უკრაინის ხელისუფლების მიერ ნატო-ში დაჩქარებული წესით შესვლის თაობაზე განაცხადის შეტანას აფასებს.
”დღეს ყველა თავის გზას ირჩევს. სისხლიანი ყასბები, რომელბიც ბავშვებსა და ქალებს კლავენ, НАТО-ს სასაკლაოსკენ მიისწრაფვიან, ჩვენ კი- მომავლისკენ. დიახ. რადგან ძირს ვარდნა უფრო ადვილია, ვიდრე სიმაღლის აღება.
თუმცა, თქვენ უნდა გახსოვდეთ მუდამ: ჩვენ ხოხვას მუდამ გვიშლის ფრთები, რომელიც ისტორიულად გაგვაჩნია. წინ, ერთად, სინათლისა და ღმერთის სახელით” – დაწერა სოციალურ ქსელში ზახაროვამ.