ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს – მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთაველზე, კარავი გაშალა

ამ წუთებში, ოპოზიციის აქციის მხარდასაჭერად, პარლამენტის წინ კარავი გაშალა პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ.

მალხაზ მაჩალიკაშვილი კარავს კიდევ ერთხელ შლის. მისი თქმით, კარავი პარლამენტის წინ დარჩება მოვიდა დრო, რომ “ხელისუფლებამ პასუხი აგოს”.

“მე წელიწადისა და ცხრა თვის განმავლობაში ვიყავი ზუსტად ამ ადგილას. სამი ზამთარი გავატარე აქ იმის მოთხოვნით, რომ დასჯილიყვნენ თემირლანის მკვლელები, დამდგარიყო სამართალი. მაგრამ იმის სანაცლოდ, რომ დაესაჯათ ეს ადამიანები, სახელმწიფომ შეცვალა კურსი და მთელი თავისი სიბინძურით დამეტაკა სახელმწიფო მახინჯი სისტემა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ კარავი დაბრუნდებოდა თავის ადგილას, თემირლანის მკვლელების დასჯის მოთხოვნით. 

მე არცერთი წუთით პროტესტი არ შემიჩერებია. სამი წელი გავიდა, მეოთხე დაიწყო სულ ქუჩაში ვარ და ვითხოვ, რომ დაისაჯოს, გამოვლინდეს თემირლანის მკვლელები. ეს კარავი აქ დარჩება, კიდევ დაშლიან? კიდევ დავდგამ. მაგრამ, ამათ ამათი ძალა და ხელისუფლება აღარ აქვთ, მოვდა იმის დრო, ამ ხელისუფლებამ პასუხი აგოს”, – ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share